მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ფილიპინების რესპუბლიკის ელჩთან, მარია ელენა ალ-გაბრესთან გაცნობითი შეხვედრა გამართა და მასთან უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით თანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე იმსჯელა.

ამის შესახებ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სფეროში ურთიერთობის გაღრმავების მიზნით, იგეგმება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება საქართველოსა და ფილიპინებს შორის.

„მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდება გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისთვის და მეცნიერ-თანამშრომლებისთვის. მხარეებმა ერთმანეთს პანდემიის დროს თავიანთ ქვეყნებში გატარებული ღონისძიებები გააცნეს, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, ჯანდაცვის რეკომენდაციების დაცვა და ამ გზით ვირუსის გავრცელების პრევენცია. მიხეილ ჩხენკელმა ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო