ირაკლი ღარიბაშვილი - სააკაშვილი მშვიდად ცხოვრობდა თავის 500-მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს

სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და ოჯახებს უნადგურებდა - მშვიდად ცხოვრობდა თავის 500 მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს“, - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ წაართვეს ქუთაისს მომავალი და რატომ გადაიტანეს პარალმენტი თბილისში, ასევე მთავრობის სახლი, სემეკი და აუდიტის სახლი, პრემიერი დასძენს, რომ არ შეიძლება ასეთი საუბარი, რომ ქუთაისს “ მომავალი წაართვეს“, ვინაიდან უამრავი რამ კეთდება ქუთაისში.

„პარლამენტის შენობა, რომელიც 360 მლნ დაჯდა, გადატანილია თბილისში. ეს იყო ჩვენი გუნდის გადაწყვეტილება. რატომ? არ შეიძლება ასეთი საუბარი “წაართვეს მომავალი“.

ქუთაისში სხვა უამრავი რაღაც კეთდება. ქუთაისს რაიმე კი არ წავართვით, ქუთაისს ჩვენი პარტიის დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა უნიკალური საჩუქარი გაუკეთა, მეგაპროექტი ქუთაისის უნივერსიტეტის სახით. პროექტი, რომელიც მილიარდი ევრო ჯდება, რის წართმევაზე მელაპარაკებით?! იმაზე მესაუბრეთ, რომ სააკაშვილი და მისი ხელისუფლება ათასობით ადამიანს ართმევდა ბიზნესს, სახლებს და უნადგურებდა ოჯახებს. რაზეა საერთოდ საუბარი? რომელ მთავრობის შენობაზე მესაუბრებით? მთავრობის სახლი არსებობს თბილისში. თქვენ ხომ კარგად იცით, ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთა, რომ აქციებისგან იყო დაღლილი სააკაშვილი, თქვენი ბელადი. მშვიდად ცხოვრობდა თავის 500 მილიონიან სასახლეში, მაშინ, როდესაც მოსახლეობას ჯერ კიდევ ძალიან მძიმე გასაჭირი აქვს. ეს არის განსხვავება. კაცმა მილიარდი გადაიხადა სამ შენობაში. ქუთაისში პარლამენტის შენობა, მთავრობის სასახლე თბილისში და მთავრობის სახლი ქუთაისში. მილიარდი ევროს პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისში, ამით შექმნა უნიკალური ევროპული ტიპის უნივერსიტეტი“,-აღნიშნავს პრემიერი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს