გიორგი გახარია - მე საქართველოს პრემიერზე არ ვსაუბრობ, მან გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე

ბატონ პრემიერს ვთხოვდი, რომ კიდევ უფრო მეტი ისაუბროს ჩემზე, - ასე უპასუხა დასმულ შეკითხვას პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას პანკისის ხეობასა და ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებთან დაკავშირებით.

„კიდევ უფრო მეტი ილაპარაკოს ჩემზე, მე მას არაფერს ვუპასუხებ“, - აღნიშნა გახარიამ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერს ასევე ჰკითხეს ზაზა სარალიძის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელიც მან ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწერა.

„მე საქართველოს პრემიერზე არ ვსაუბრობ, საქართველოს პრემიერმა გააგრძელოს ჭორაობა ჩემზე“, - აღნიშნა გახარიამ.

რაც შეეხება გიორგი გახარიასა და კახა კალაძის შეხვედრას , ამ საკითხზე „საქართველოსთვის“ ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს ამაზე საუბარი აღარ უნდა.

„რეალური ვერსია გუშინ მოვყევი, ამაზე კიდევ მეტი საუბარი არ მინდა, ადამიანებს თუ არ ესმით, რა არის ღირსება, აქ სიტყვებით ვერაფერს ავხსნი, ჭორიკნების რაოდენობა, სამწუხაროდ, იქითა ფლანგზე ყოველდღიურად იზრდება“, - განაცხადა გახარიამ.

ლევან ცუცქირიძე - ყველაფერზე მანტრასავით გამეორება - „აბა ომი გინდათ?“, სინამდვილეში ევფემიზმია და „მე რუსეთთან მინდას“ ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2022
ბადრი ბელქანია - უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ ქართველები სოლიდარობის გარდა იმის გამოც იბრძვიან, რომ მათთვის ამ ომში რუსეთის მარცხი არის შესაძლებლობა საკუთარი ხალხის ბრძოლას დაეხმარონ
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებებს ეხმაურება
მოასწარი დეკემბერი - სამომხმარებლო სესხზე „ლიბერთის“ ახალი აქცია დაიწყო
„ტყუპების საღვინე სახლი ნაფარეულში“ 25 წლისაა
VELI.store უკვე 1 წლისაა
ლიბერთი უმაღლეს სასწავლებელთა შორის დაპროგრამებაში მსოფლიო ჩემპიონატის (ICPC) სტრატეგიული პარტნიორია
„ლიბერთის“ ლოიალობის პროგრამას CashBack Dressup ჯგუფი შემოუერთდა
„ხალიკ ბანკი საქართველო“ ფიზიკურ პირებს განახლებულ ინტერნეტ ბანკს სთავაზობს