„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი - ივანიშვილის კარის თამაშებში დაკარგულ გახარიას და კალაძეს  ეს ქალაქი დაავიწყდათ

ბიძინას კარის თამაშებში დაკარგულ გახარიას და კალაძეს დაავიწყდათ ეს ქალაქი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა გიორგი გახარიაზე და კახა კალაძეზე საუბრისას განაცხადა.

ანა ბიბილაშვილის განცხადებით, ეს ორი პოლიტიკოსი ერთნაირადაა პასუხისმგებელი და დამნაშავე როგორც ქალაქის, ასევე ქვეყნის წინაშე. მისივე თქმით, კალაძე და გახარია ემალებიან რეალურ დებატებს და იმიტირებული შოუთი უნდათ ფონს გასვლა.

,,ნათელია, რომ დღეს მათი ერთადერთი საზრუნავია, როგორ ასიამოვნონ ივანიშვილს. დღეს მხოლოდ ფსევდო-დებატში იწვევენ ერთმანეთს, თითქოს მათ შორის მართლა რამე განსხვავება იყოს, ან მართლა რამე ჰქონდეთ სადებატო. გახარიამ ვერ მართა ქვეყანა, ვერ მართა ჯანდაცვის კრიზისი და გაანადგურა ქართული ეკონომიკა. კალაძემ კი ქალაქი კორუფციის ჭაობში ჩაძირა. მას, როგორც მერს არა აქვს ამ ქალაქის განვითარების ხედვა, არ აქვს პასუხები იმაზე, თუ როგორი უნდა იყოს ქალაქი ადამიანებისთვის. ეს ორი პოლიტიკოსი ერთნაირადაა პასუხისმგებელი და დამნაშავე ამ ქალაქის და ქვეყნის წინაშე. რა დებატზე საუბრობენ? არც ერთ მათგანს არ აქვს თბილისის მართვის კომპეტენცია, მისი განვითარების ხედვა. მათ ეშინიათ, პროფესიულ თემებზე, კომპეტენტურ ადამიანთან ლაპარაკის. სწორედ ამიტომ, ისინი ემალებიან რეალურ დებატებს და იმიტირებული შოუთი უნდათ ფონს გასვლა. მოვუწოდებ ორივეს, მოვიდნენ, ისაუბრონ ქალაქზე და ადამიანებზე და არა ბიძინას კარის თამაშებზე, რაც საერთოდ არ ემსახურება ადამიანების კეთილდღეობას და არ პასუხობს მათ უმწვავეს კითხვებს“, - აღნიშნა ანა ბიბილაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა