მამუკა ხაზარაძე - უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს

ტყუილი "ქართული ოცნების“ სამარკო ნიშანია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ხაზარაძე აცხადებს, უხარისხო პრემიერების ტყუილები და არაკომპეტენტურობა უნდა დამთავრდეს.

გახარია, ღარიბაშვილი, ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი, ორივე არაკომპეტენტური, ორივე მატყუარა, მათი მოღვაწეობის შედეგი: ანტირეკორდი კოვიდსიკვდილიანობის. დღეში საშუალოდ 80 ადამიანი იღუპება. გაჩერებულია ეკონომიკა, ინფლაცია - 12.5%; სიღატაკე, უმუშევრობა - 22,1%“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი ტყუილების ერთ-ერთი ნათელი მაგალითია. ხაზარაძე საკუთარ განცხადებაში პრემიერის მიერ გამოქვეყნებულ რამდენიმე ინფორმაციას აქვეყნებს.

"ღარიბაშვილმა 2021 წლის 14 აგვისტოს განაცხადა, რომ ქვეყანაში ჯამში 7000 კმ-მდე გზის რეაბილიტაცია მოახერხა. 2021 წლის 3 სექტემბერს შეცვალა განცხადება და თქვა, რომ 8 წლის განმავლობაში 10 000 კმ გზა დავაგეთ. ასევე მისი სიტყვებია, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში დაიგო 150 კმ მაგისტრალური გზა”-აცხადებს ხაზარაძე და დასძენს, თვეში დაგიგიათ მხოლოდ 1.5 კმ მაგისტრალური გზა. "არ გრცხვენიათ? ტყუილი ცუდია და არაკომპეტენტურობა უარესი”, - წერს მამუკა ხაზარაძე "ფეისბუქში".

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა