ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებმა ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებმა დღეს ეთიკის კოდექსს მოაწერეს ხელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან აცნობეს, კომისიის წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან სამართლიანები, მიუკერძოებლები და დამოუკიდებლები; იქნებიან პროფესიონალები და იმოქმედებენ გამჭვირვალედ; უზრუნველყოფენ საარჩევნო სუბიექტების, ამომრჩევლებისა და საარჩევნო პროცესში მონაწილე სხვა პირებისთვის თანაბარ და სამართლიან საარჩევნო გარემოს.

„ეთიკის კოდექსის მიზანია კომისიის წევრთა პროფესიული ეთიკის ნორმებისადმი ერთგულების განმტკიცება და სამსახურებრივ მოვალეობებთან მიმართებაში პირადი პასუხისმგებლობის გრძნობის ამაღლება. შესაბამისად, კომისიის წევრები ვაცნობიერებთ და ვიაზრებთ, რომ ამ ეთიკის კოდექსში გაწერილი პრინციპების მიმღებლობა არის უპირობოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ ვიხელმძღვანელებთ ზუსტად იმ ღირებულებებით, რომელიც ეთიკის კოდექსშია გაწერილი“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა კოდექსზე ხელის მოწერის შემდეგ.

ეთიკის კოდექსს ასევე მოაწერენ ხელს საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო