საბა ბუაძე - კალაძეს მინდა შევახსენო, რომ ჩვენს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სისულელედ შერაცხა, მისივე უწყების მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა

კახა კალაძეს მინდა შევახსენო, რომ ჩვენს მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც სისულელედ და ტყუილად შერაცხა, მისივე უწყების მიერ გამოგზავნილ საჯარო ინფორმაციას ეყრდნობა, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა საბა ბუაძემ განაცხადა. მისივე თქმით, კალაძემ საკუთარი პიარისთვის მერიაში შექმნა ცალკე ორგანიზაცია, ა(ა)იპ კომუნიკაციის სააგენტო, რომელიც 2018-2020 წლებში თბილისელებს 11.5 მილიონი ლარი დაუჯდათ.

„სხვათა შორის, ამ დაწესებულებაშიც 40 შტატგარეშე ადამიანი ჰყავს დასაქმებული და იმდენიც ვერ მოახერხა, რომ გადაემოწმებინა ის ინფორმაცია, რომელიც მისივე პასუხის საფუძველზე დღეს გავავრცელეთ. სამწუხაროა, რომ კალაძე ჩვენი ქალქის ბიუჯეტს როგორც საკუთარ ჯიბეს ისე ექცევა და ელემენტარულ ანგარიშვალდებულებას არ გრძნობს თბილისელების წინაშე. ამის პასუხია ის კორუფცია და აღვირახსნილი მმართველობა, რომელიც თბილისის მერიის სავიზიტო ბარათად გადაიქცა. მინდა ყველა თბილისელს ვუთხრა, რომ ჩვენი საკრებულო დაასრულებს ამ მარაზმს და არ დაუშვებს, რომ ქალაქის მერმა მუნიციპალური ორგანოები პარტიული აქტივის დასაქმების სავანედ აქციოს“, - აცხადებს საბა ბუაძე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა