ნათია მეზვრიშვილი - ხელისუფლებას ვურჩევდი, არასერიოზული ბრალდებების ნაცვლად, საქმით დაკავდეს, რადგან როცა გახარია ხელისუფლებაში იყო, საქმით იყო დაკავებული

ხელისუფლებას ვურჩევდი, ამ არასერიოზული ბრალდებების და განცხადებების ნაცვლად, საქმით დაკავდეს, რადგან როცა გიორგი გახარია ხელისუფლებაში იყო, საქმით იყო დაკავებული, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გიორგი გახარიას მისამართით დღეს გაკეთებულ განცხადებებს.

როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, „ხელისუფლებას ისტერია მას შემდეგ გაუმძაფრდა, რაც გიორგი გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა წარადგინა“.

„ზოგადად, ეს ისტერია ხელისუფლებას მას შემდეგ დაეწყო, რაც გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას აპირებდა. განსაკუთრებით, ეს ისტერია კიდევ უფრო მეტად გამძაფრდა, რაც გიორგი გახარიამ თბილისის მერობაზე საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა. ამიტომ, ეს რაღაც ისტერიული განცხადებები, რაც ჩვენ ხელისუფლების წარმომადგენლებისგან გვესმის, სერიოზული არ არის და ვფიქრობ, სერიოზულ კომენტარს არ საჭიროებს. ხელისუფლებას ვურჩევდი, ამ არასერიოზული ბრალდებების და განცხადებების ნაცვლად, საქმით დაკავდეს, რადგან როცა გიორგი გახარია ხელისუფლებაში იყო, საქმით იყო დაკავებული. მართავდა, ქვეყანას მმართველი ჰყავდა და იგრძნობოდა, რომ სახელმწიფო სახელმწიფო იყო. დღეს, სამწუხაროდ, ეს არ იგრძნობოდა.

მოვუწოდებდი პრემიერს, ნაცვლად არაადეკვატური განცხადებების გაკეთებისა, საქმით დაკავდეს, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, კოვიდი მძინვარებს, რომელსაც სამწუხაროდ, ხელისუფლება თავს ვერ ართმევს და ამ საქმეს მიხედონ, რადგან უმნიშვნელოვანესი არჩევნები გვაქვს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ჩასატარებელი და უზრუნველყონ უსაფრთხო გარემოში არჩევნების ჩატარება“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა