გიგი წერეთელი - ეს არჩევნები მართლაც არის ისტორიული და ეპოქალური, ამ შედეგებით წყდება ბედი, თუ რა გზით ივლის საქართველო

ეს არჩევნები მართლაც არის ისტორიული და ეპოქალური, ამ შედეგებით წყდება ბედი, თუ რა გზით ივლის საქართველო, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა ფოთში ოთხი ოპოზიციური პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა.

როგორც მან სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანას უნდა ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც არ დახარჯავს მილიონებს ბილბორდებში მაშინ, როდესაც ათიათასობით ადამიანი შიმშილობს.

„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ფოთიც და სხვა ქალაქებიც ბედნიერი და გახარებულ იყოს იმით, რომ ხალხს არ შიოდეს, არ სწყუროდეს და არ ეშინოდეს, რომ ხვალ შვილს სკოლაში ვერ გაუშვებს. ეს არჩევნები მართლაც არის ისტორიული და ეპოქალური, ამ შედეგებით წყდება ბედი იმისა, თუ როგორ ივლის საქართველო - გვეყოლება ხელისუფლება, რომელიც კორუფციით, უნიათობით და არასწორად იმოქმედებს თუ ხელისუფლება, რომელიც იქნება ხალხთან, გაითვალისწინებს ხალხის მოსაზრებას და არ დახარჯავს მილიონებს ბილბორდებში, მაშინ, როდესაც ათიათასობით ადამიანი შიმშილობს. საქართველო ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს, მაგრამ ბელორუსის კგბ-ს უფორმებს ხელშეკრულებას და მასთან თანამშრომლობს. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ გვინდა გაუმჯობესება, ეს არჩევნები უნდა მოიგოს ერთიანმა ოპოზიციამ, ეს არის მთავარი ამოცანა, უნდა გავიმარჯვოთ ამ არჩევნებზე და დავამთავროთ არასწორი სვლა ამ ქვეყნის. ერთიანობა არის გადამწყვეტი და მოხარული ვარ, რომ დღეს კიდევ ერთი ამის მაგალითი გვაქვს“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს