"ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი - ივერთუბანში დამხვდნენ ბავშვები, რომლებსაც ჩვენთან ორი თხოვნა ჰქონდათ, გზების მოწესრიგება და პარკის გაკეთება

“ლელოს" თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი ბადრი ჯაფარიძე და ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატი კახა ჟღენტი ჩუღურეთის რაიონში ივერთუბნის მოსახლეობას შეხვდნენ და მათი პრობლემები მოისმინეს.

„ლელოს“ თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ქალაქის განვითარება არასამართლიად ხდება.

"დღეს ჩუღურეთში ჯორჯაძის, ბეთაშვილისა და ყუბანეიშვილის ქუჩები ადგილობრივებთან ერთად ფეხით მოვიარეთ და მცხოვრებლებს შევხდი, ადგილზე დეტალურად გავეცანი მათ პრობლემებს და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზეც ვიმსჯელეთ. დღეს შევხვდით ივერთუბნის მცხოვრებლებს. ამ უბნებში არ არის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და არც საკანალიზაციო სისტემა. ეს ადამიანები ცხოვრობენ მძიმე პირობებში, რაც 21-ე საუკუნის თბილისს არ შეეფერება. ზოგიერთ ადამიანს ეზოში შესვლის საშუალებაც არ აქვთ, რადგან მოუწესრიგებელი გზის გამო ვერ აღებს კარს. შიდა ქუჩებში ვერ შედის სასწრაფო და საჭიროების შემთხვევაში უწევთ საკაცეებით ფეხით გადაადგილება. მნიშვნელოვანია, რომ თბილისი თანაბრად განვითარდეს და ასეთი განსხვავება არ იყოს ცენტრალურ და გარეუბნებს შორის. აქ დამხვდნენ ბავშვები, რომლებსაც ჩვენთან ორი თხოვნა ჰქონდათ, გზების მოწესრიგება და პარკის გაკეთება, სადაც ბავშვები შეძლებენ თამაშს. პატარა ბავშვებს გზის არქონა იმდენად აწუხებთ, რომ დღეს უკვე თავად იბრძვიან თავიანთი უბნების კეთილმოწყობისათვის" - განაცხადა ანა ბიბილაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო