ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მაღალი დონის დელეგაციასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. NDI-ს სახელით შეხვედრას ევროკავშირის ყოფილი ელჩი საქართველოში პერ ეკლუნდი უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა საქართველოში მოახლოებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები განიხილეს და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

“შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უკვე განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.

ონლაინ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ორგანიზაციის - „ეროვნული მხარდაჭერა დემოკრატიისათვის“ (NED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და NDI-ის ყოფილი პრეზიდენტი კენ უოლაკი; აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროსი სპეციალისტი ჰანა თობურნი; აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წარმომადგენელი ბენ კუპერი; NDI-ის ევრაზიის რეგიონული თანადირექტორი მელისა მუსიო; NDI-ის არჩევნების პროგრამების დირექტორი პეტ მერლო და NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ალან გილამი”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა