ლანა გალდავა -  სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანაშემწე გზებთან დაკავშირებით ინფორმაციას უმალავს

"ლელოს” ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ლანა გალდავა მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკას აქვეყნებს და მთავრობის ადმინისტრაციასა და თავად პრემიერს თავისივე გაკეთებული განცხადების არაზუსტი ფორმულირებისკენ მიუთითებს.

“საერთაშორისო მნიშვნელობის 1 595 კმ, ხოლო შიდა სახელმწიფოებრივი 5 372 კმ, ჯამში - 6 967 კმ. ასე გამოიყურება მთავრობის მიერ დამტკიცებული გზების სტატისტიკა. სავარაუდოდ, ირაკლი ღარიბაშვილს მისი თანაშემწე უმალავს ამ ინფორმაციას და სწორედ ამიტომაც, 2 დღის წინ ამტკიცებდა, რომ 7 000 კმ გზის რეაბილიტაცია მოხდა ,,ქართული ოცნების” მმართველობის დროს, დღეს კი ამბობს, რომ ეს მაჩვენებელი 10 000-ს სცდება, არადა, მე პირდაპირ ვეტყოდი და არ დავუმალავდი" , - აღნიშნა ლანა გალდავამ.

ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ შეუძლია ღარიბაშვილს იმ საგზაო მონაკვეთების სია მიაწოდოს მათივე საარჩევნო დაპირებებიდან, რომელთა აშენება-რეაბილიტაცია დიდი ხნის წინ უნდა დასრულებულიყო და რომელთა დიდი ნაწილი დაწყებულიც კი არ არის.

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს