გიორგი ონიანი - ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ

ჩვენი მუნიციპალიტეტის წარმატებაში ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს, ბუნებრივი და ადამიანური რესურსი, ასევე რაიონის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ჩვენთვის წარმატების საწინდარია. რა თქმა უნდა, არის პრობლემები, რომლის გადაჭრაც აუცილებელია, თუმცა, მჯერა, რომ ერთობლივი მუშაობით ლენტეხისთვის წარმატების მოტანას შევძლებთ, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ლენტეხის მერობის კანდიდატმა გიორგი ონიანმა წარდგენაზე.

მერობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას’’ და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ რთული გადაწყვეტილების მიღების დროს მის გვერდით იდგა.

„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს გვერდით, დიდი შემართებით გაერთიანდა ადამიანების გუნდი. ჩვენ გვაქვს დიდი მხარდაჭერა მმართველი პარტიის მხრიდან. ჩვენი რაიონი უნდა განვითარდეს ტურისტული მიმართულებით, ხელი უნდა შეეწყოს მცირე თუ კერძო სამეწარმეო საქმიანობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხების გადაჭრას შევძლებთ. მაქვს სხვადასხვა სტრუქტურებში მუშაობის გამოცდილება. წარმატების საწინდარი არის სწორი მენეჯმენტი და გუნდური მუშაობა. ვეცდებით თქვენი იმედები გავამართლო და ერთად მივაღწიოთ იმ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. მუდამ ვიქნები თითოეული ოჯახის გვერდით, მათ ჭირსა და ლხინს გავიზიარებ.

წარმოგიდგენთ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატებს: ირაკლი ქურასბედიანი, გურამ ჩანქსელიანი, კახა ლიპარტელიანი, დალი ტვილდიანი, ბერდია ზურაბიანი, ზურაბ ონიანი, სოსო ავალიანი”, - განაცხადა ,,ქართული ოცნების’’ ლენტეხის მერობის კანდიდატმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ „ქოც/ნაცებმა“ მიაღწიეს საწადელს, ისევ დატოვეს ამომრჩეველი ორ პოლუსს შორის, მაშინ არაფერი შეიცვლება, ამ კინოსაც ის დასასრული ექნება, რაც ადრინდელ კინოებს ჰქონდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.09.2021
დიმიტრი შველიძე - ახლა პოლიტიკური ელიტა იდეებისაგან დაცლილია, ფულის ფაქტორი გადამწყვეტია, სოციალური პოლარიზაცია უძლეველია და კაცმა არ იცის, ელექტორატის უმრავლესობა ვის უჭერს მხარს
სტერეო +  განცხადებას ავრცელებს
„სს ფუდმარტი“ რიგით მე-500 მაღაზიას ხსნის
„ვითიბი“ ბანკმა ილუზიების მუზეუმის გასახსნელად 700,000 ლარის ოდენობის სესხი გასცა
ვლადიმერ პაპავა - საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
საქართველოს უნივერსიტეტი ვაქცინაციის პროცესში ჩაერთო
შპს „ლუკოილ-ჯორჯიამ“ კომპანია „უნიგრუპის“ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა