პრემიერმა “აწარმოე საქართველოში“ პროგრამით დაარსებული საწარმო, “მეღვინეობა ნაბერაული” დაათვალიერა

მნიშვნელოვანია, რომ პროექტი “აწარმოე საქართველოში” ფინანსურად უჭერს მხარს მსგავს საწარმოებს, რაც თავისმხრივ, აძლიერებს ქვეყნის ეკონომიკას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა, მეღვინეობა “ნაბერაულში” განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაურს კომპანიის დამფუძნებელმა, ლევან დიასამიძემ უმასპინძლა.

“„ნაბერაული ვაინსი” 2018 წელს დაარსდა. ამავე წელს მოიპოვა 600 000 ლარის ოდენობის გრანტი პროექტის ფარგლებში „აწარმოე საქართველოში“ და 2019 წელს ააშენა ღვინის საწარმო, რომლის ჯამურმა ინვესტიციამ 3 მილიონი ლარი შეადგინა.

“ნაბერაულის” ღვინის საწარმო თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით არის აღჭურვილი. საწარმოს გარშემო გაშენებულია კომპანიის კუთვნილი ვენახები.

კომპანიის წლიური წარმადობა 120 ტონამდე ღვინის სითხეს შეადგენს. აქედან რეზერვუარების წილი 84 ტონა, ქვევრის 35, კასრის კი 2 ტონამდეა.

ღვინის კომპანიაში დასაქმებული 20 თანამშრომლიდან 10 ადგილობრივი მცხოვრებია.

“ნაბერაული ვაინსის” ღვინის ასორტიმენტს წამოადგენს ისეთი რაჭული ღვინოები, როგორებიცაა ხვანჭკარა, რაჭული მწვანე, რაჭული საფერე და ალექსანდროული.

მთავრობის მეთაურთან ერთად საწარმოში იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, ვიცე-პრემიერი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პარმენ მარგველიძე”, - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა