ბადრი ჯაფარიძე - ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”, ახალი კოალიციური მთავრობით უნდა შევძლოთ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელიც მოქალაქეებს დღეს აწუხებთ

2 ოქტომბერს ჩვენ უნდა შევცვალოთ ეს უკიდურესი გაჭირვება, უიმედობა. ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ ხელისუფლებას “ქართული ოცნება”. ახალი კოალიციური მთავრობით ჩვენ უნდა შევძლოთ ყველა იმ პრობლემასთან გამკლავება, რომელიც მოქალაქეებს დღეს აწუხებთ, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ დიდუბის საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მან ასევე შარლ მიშელის შეთანხმებაზე ისაუბრა და განმარტა, რომ აღნიშნული დოკუმენტის შესრულება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

“ყველა ვალდებულება, რომელიც “შარლ მიშელის შეთანხმებაში“ არის ჩადებული, “ლელოს” მხრიდან აუცილებლად იქნება შესრულებული. შესაბამისად, საკონსტიტუციო ცვლილებები ისე, როგორც არის გათვალისწინებული, უნდა იქნეს მიღებული. ხვალიდან ჩვენ ყველა იმ შეხვედრაში მივიღებთ მონაწილეობას, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებებს მიეძღვნება“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო