თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა

თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.

ავიაკომპანია „საქართველოს ავიახაზების” დამფუძნებლის, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილის განცხადებით, თვითმფრინავს, რომელიც თბილისიდან ვენის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენის დროს ბორბლები არ აეკეცა და ამიტომ დაბრუნდა უკან.

როგორც გაიაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაჯდა და ცოტა ხანში ისევ გაფრინდება.

„აფრენის შემდეგ ბორბლები არ აიკეცა, დაჯდნენ შემდეგ უკან და ახლა მალე გაფრინდებიან ისევ“, - განაცხადა გაიაშვილმა.

გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განუცხადეს, აეროპორტში საგანგებო სიტუაცია არ გამოცხადებულა და რეისები შეუფერხებლად სრულდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო