საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ გაავრცელა გადაუმოწმებელი ინფორმაცია, თითქოს სამეგრელოს რეგიონის "112"-ის სამსახურში "კოვიდ 19"-ის ვირუსით დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელია.​

“გვსურს, თავდაპირველად განვმარტოთ, რომ სიუჟეტში ნახსენები სამსახური სამინისტროში არ არსებობს. როგორც სიუჟეტიდან ირკვევა, საკითხი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ეხება და არა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ - 112-ს.

აქვე განვმარტავთ, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამეგრელოს სამმართველოში, ამ დროისთვის ვირუსით დაინფიცირების ერთეული მაჩვენებელია, რაც მუშაობის პროცესზე არ ისახება და სამსახური ჩვეულ, 3- ცვლიან რეჟიმში, შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას.

ასევე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სამსახური პერმანენტულად ახორციელებს თანამშრომელთა ტესტირებას, ვირუსის მასობრივი გავრცელების თავიდან ასარიდებლად.

აღნიშნული ტელეკომპანიის ჟურნალისტს არ გადაუმოწმებია სიუჟეტში გასული არც ერთი ფაქტი და ინფორმაცია, რათა თავიდან აერიდებინა ცალმხრივი გაშუქება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს