“ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თბილისი-ვენის რეისი  შესრულდა

“ჯორჯიან ეარვეისის” ინფორმაციით, ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თბილისი-ვენის რეისი შესრულდა.

როგორც ავიაკომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ტექნიკური პრობლემის გამო პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე.

“დღევანდელი რეისი - A9 681 თბილისი-ვენა - შესრულდა მოგვიანებით. მიზეზი გახდა ტექნიკური პრობლემა, რის გამოც პილოტი იძულებული გახდა 2 საათის განმავლობაში ეფრინა თბილისის თავზე, რათა დაეწვა გარკვეული რაოდენობის საწვავი, სანამ დაეშვებოდა.

მადლობას ვუხდით ჩვენს მფრინავებს, თემურ თოლომაშვილს და გიორგი გიუნაშვილს, რომლებმაც მოახერხეს 180 მგზავრით სავსე ხომალდის უსაფრთხოდ დასმა თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე. ტექნიკური შემოწმების შემდეგ, თვითმფრინავმა მიიღო მწვანე შუქი და შეძლო გაფრენა ვენაში, მხოლოდ 45 წუთის შემდეგ.

კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ჩვენს პილოტებს და ტექნიკურ გუნდს, გაწეული სამსახურისა და პროფესიონალიზმისთვის!”-ნათქვამია “ჯორჯიან ეარვეისის” განცხადებაში.

შეგახსენებთ, თბილისი-ვენის ავიარეისი, რომელსაც აფრენის შემდეგ ტექნიკური პრობლემა შეექმნა, თბილისის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს