ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა

ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტის ხელმძღვანელი აჰმად მასუდი, რომელიც ფანჯშირის ხეობაში მიმდინარე ბრძოლებს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მოლაპარაკებებისთვის მზადაა.

მასუდის თქმით, ის მხარს უჭერს რელიგიური სასულიერო პირების მიერ შეთავაზებულ გეგმას მოლაპარაკებების გზით დაპირისპირების მოგვარებასთან დაკავშირებით და თალიბებს თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა ეთანხმება არსებული პრობლემების მოგვარებას, ბრძოლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და მოლაპარაკებების გაგრძელებას. ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად, ეროვნული წინააღმდეგობის მოძრაობა მზადაა, შეწყვიტოს ბრძოლა იმ პირობით, რომ „თალიბებმა“ ასევე შეწყვიტონ თავდასხმები, ” - აღნიშნა აჰმად მასუდმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „თალიბებმა“ ფანჯშირის ტერიტორიაზე კონტროლის მოპოვება სწრაფად დაიწყეს. გუშინ ავღანეთის ეროვნული წინააღმდეგობის ფრონტმა დაადასტურა, რომ მათი მთავარი ოფიციალური წარმომადგენელი ფაჰიმ დაშტი „თალიბებმა“ მოკლეს. ამასთან, „თალიბანის“ მტკიცებით, მათმა ძალებმა პროვინციის დედაქალაქ ბაზარაკში შეღწევა და დიდი რაოდენობით იარაღისა და საბრძოლო მასალის მითვისება შეძლეს.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2026
პროექტის მართვა: უნარი, რომელიც ყველა გუნდს სჭირდება
Galaxy Unpacked 2026: ახალი AI სმარტფონი, რომელიც ყოველდღიურობას კიდევ უფრო მარტივს გახდის
„კარფურში“ დიდი ბრენდ ფესტივალი დაიწყო