პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს

პარლამენტი დღეიდან საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას იწყებს. კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც, პროექტი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით გავა.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

ინიცირებული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, თუმცა, მმართველ გუნდში ახლა არ გამორიცხავენ, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამოწილეობაა საჭირო.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა