აღმოაჩინე ნამდვილი სუში "სუში რუმში"

იაპონური სამზარეულოს ისტორია საუკუნეებს ითვლის და მთელს მსოფლიოში გამორჩეული პოპულარობით სარგებლობს. ესთეტიკა, გემოების მრავალფეროვნება და ტრადიციებისადმი პატივისცემა გამოარჩევს მას სხვა ქვეყნების კულინარიისგან.

სუშის მომზადება ხელოვნების დონეზეა აყვანილი და მას საგულდაგულოდ სწავლობენ. ეს პროცესი მუდმივ ევოლუციას განიცდის. თანამედროვე შეფ მზარეულები მომზადების ინოვაციურ მეთოდებს ნერგავენ, თუმცა, ამასთანავე ინარჩუნებენ იაპონურ ტრადიციებს.

1966 წელს ლოს-ანჯელესში სუშის პირველი რესტორანი გაიხსნა და სწორედ ამერიკელმა მზარეულებმა შექმნეს სუშის სხვადასხვა ვარიაცია. ამიტომაც მიიჩნევა, რომ ია­პო­ნი­ის შემ­დეგ, ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლად და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად სუ­შის ამე­რი­კა­ში ამ­ზა­დე­ბენ. ამ ქვეყანაშივე შე­იქ­მნა პო­პუ­ლა­რუ­ლი რო­ლე­ბი სა­ხელ­წო­დე­ბით „კა­ლი­ფორ­ნია“ და „ფი­ლა­დელ­ფია“.

რატომ უნდა ეწვიოთ „სუში რუმის“ რესტორნებს თბილისში?

„სუში რუმში“ დაუვიწყარი არომატის შესაქმნელად, კერძის შემადგენელ ცალკეულ ინგრედიენტებს განსაკუთრებული ყურადღებით არჩევენ, თითოეული მათგანი უმაღლესი ხარისხისაა და ნორვეგიიდან და იაპონიიდან ჩამოაქვთ ექსკლუზიურად „სუში რუმისთვის“. აქ ჰიგიენის ყველა სტანდარტი მკაცრად დაცულია და კონტროლდება იაპონელი კონსულტანტის მიერ, რომელიც სპეციალურად „სუში რუმის“ მოწვევით სტუმრობს საქართველოს და ატარებს მასტერკლასებს ამავე რესტორნის თანამშრომლებისთვის, აკონტროლებს პროცესს და ხარისხს. „სუში რუმის“ შეფ მზარეულებს 10 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ, ეს დრო კი მეტყველებს იმაზე, რომ მათი შექმნილი კერძი აუცილებლად ჯანსაღი და დაუვიწყარი იქნება. ამგვარად, თუ გსურთ დააგემოვნოთ საუკეთესო სუში თბილისში და გინდათ მიიღოთ ყველა ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სარგებელი, რაც სუშის და ზღვის პეოდუქტებს უკავშირდება, არ უნდა ეძებოთ დაბალფასიანი და ბიუჯეტური შეთავაზებები და ხარისხს მიანიჭოთ უპირატესობა.

„სუში რუმი“ პირველი იყო ამიერკავკასიაში, რომელმაც დანერგა სუშის მატარებელი, კონვეირი. ეს არის სუშის მოძრავი დახლი, რომელიც ბართან ტრიალებს და მოლოდინის პროცესს სახალისოს ხდის.

„სუში რუმის“ რესტორნებს თბილისში იაპონური სამზარეულოს ყველაზე მრავალფეროვანი ასორტიმენტი აქვს, როგორც კერძების ისე სასმელებისა და აზიური დესერტის კუთხით - სალათები, ცხელი კერძები, ლანჩ მენიუ, სასმელები, დესერტი, კერძები თევზით, ან მის გარეშე. ამასთან, „სუში რუმი“ ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ ზღვის ზღარბის ხიზილალა უნის (Uni), რომელსაც საქართველოში სხვაგან ვერსად მიირთმევთ. ასევე, „სუში რუმში“ შეგიძლიათ დააგემოვნოთ უმაღლესი ხარისხის დელიკატესები, როგორიცაა ჰამაჩი, მოლუსკის ხორცი ჰოტატე და ვაგიუ (Waguy Beef). ასეთი ხარისხის ვაგიუს, ჰამაჩს და ჰოტატეს, როგორიც „სუში რუმშია“, სხვაგან ვერ გასინჯავთ. ვა­გიუ არის ერ­თა­დერ­თი ჯიში, რო­მე­ლიც ბუ­ნებ­რი­ვად იძ­ლე­ვა მარ­მა­რი­ლო­სებრ ხორცს, რაც თევზზე უფრო მსუ­ბუ­ქი და ჰა­ე­რო­ვა­ნია. „მარ­მა­რი­ლო­სე­ბუ­რი” სა­ხე­ლი ხორცს კუნ­თე­ბის მთელ მო­ცუ­ლო­ბა­ში ცხი­მო­ვა­ნი ჩა­ნარ­თე­ბის თა­ნაბ­რად გა­ნა­წი­ლე­ბის გამო მიანიჭეს.

რა მომსახურებას გვთავაზობს „სუში რუმი“?

თუ გსურთ, რომ თქვენი სტუმრობა „სუში რუმში“ საუკეთესო მოგონებად დარჩეს, ეწვიეთ სუშის რესტორნებს თბილისში შემდეგ მისამართებზე - ფარნავაზ მეფის გამზ. N1 (გუდვილის შენობა), ი. აბაშიძის N10/12, პ. ქავთარაძის N1 (სითი მოლი). თუ მისვლას ვერ ახერხებთ, შესაძლებელია გამოძახება. „სუში რუმს“ მიწოდების საკუთარი სერვისი აქვს, მთავარია, შეუკვეთოთ საიტზე www.sushiroom.ge ან დარეკოთ ნომერზე 0322 242599 და უგემრიელეს კერძებს თქვენთვის სასურველ მისამართზე მოგიტანენ.

(R)

ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.11.2022
ლევან შენგელია - მხოლოდ რუსეთის ფუნდამენტურმა დამარცხებამ უკრაინასთან და მთლიანად დასავლეთთან დაპირისპირებაში შეიძლება აგვაცილოს თავიდან ცუდი მომავალი
PSP განცხადებას ავრცელებს