განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული შემდგომი გასაღების მიზნით, მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით ახორციელებდა HQD-ს დასახელების განსაკუთრებით დიდი ოდენობით უაქციზო ელექტრო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 1 596 ერთეული უაქციზო ელექტრო სიგარეტი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენს 47 880 ლარს.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
ალექსეი მალაშენკო - არავინ იცის როგორ უნდა დასრულდეს რუსეთ-უკრაინის ომი, მათ შორის არც პუტინმა
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სრულიად ახალი Toyota Corolla Cross
„ფარმადეპო“ მომხმარებლებს მედიკამენტებზე გარანტირებულად ყველაზე ხელმისაწვდომ ფასს სთავაზობს
საქართველოს უნივერსიტეტის ქართულ-ამერიკული კინოაკადემია აცხადებს კონკურსს „ვეფხისტყაოსანის“ ილუსტრაცია
საუკეთესო შეთავაზებები "სამსუნგის" მხოლოდ ოფიციალურ ტელევიზორებზე