სამინისტრო - ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო ტესტირება წარმატებით გაიარა

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ საერთაშორისო საკვალიფიკაციო ტესტირება წარმატებით გაიარა.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საკვალიფიკაციო ტესტირება განსაკუთრებით საშიში დაავადების - თურქულის დიაგნოსტიკას ეხებოდა.

„საკვალიფიკაციო ტესტირება ორგანიზებული იყო დიდი ბრიტანეთის პირბრაიტის ინსტიტუტის (The Pirbright Institute) მიერ. პირბრაიტის ინსტიტუტი წარმოადგენს მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევით ჰაბს, იგი ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) და გაერთანებული ერების სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ აღიარებულია დაავადება თურქულზე საერთაშორისო საცნობარო ლაბორატორიად. პირბრაიტის ინსტიტუტი ყოველწლიურად ატარებს საკვალიფიკაციო ტესტირებებს გლობალური მაშტაბით.

საკვალიფიკაციო ტესტირების მიზანია, დაამტკიცოს, რომ ლაბორატორიას შეუძლია აღნიშნული დაავადების ზუსტი იდენტიფიკაცია, რაც ახალციხის ზონალურ-დიაგნოსტიკურმა ლაბორატორიამ 100%-ით შეასრულა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის პროფესიულ საკვალიფიკაციო ტესტირებებს. ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები კი, საერთაშორისოდ აკრედიტირებულია.

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული სერვისებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე - http://sla.gov.ge/Ge/Tariffs “,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს