პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს

პარლამენტში უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. სამუშაო შეხვედრის მთავარი თემა კონსტიტუციურ კანონში დაგეგმილი ცვლილებებია, რომლის პირველი მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე გატანა დღეს იგეგმება, ხოლო ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

საპარლამენტო განხილვების დაწყებამდე ოპოზიცია და მმართველი გუნდი სამუშაო შეხვედრას მართავს, რა ფორმატშიც საკონსტიტუციო ცვლილებებზე პოზიციების შეჯერებას შეეცდებიან.

შეხვედრაში მმართველი გუნდიდან მონაწილეობენ: შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და ანრი ოხანაშვილი. ოპოზიციიდან კი წარმოდგენილია: ხატია დეკანოიძე, დავით უსუფაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე, ხათუნა სამნიძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია და ფრიდონ ინჯია.

როგორც ცნობილია, საკონსტიტუციო ცვლილებები შარლ მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის 2 პროცენტამდე დაწევას ითვალისწინებს და მანდატების განაწილების პროპორციულ წესს ადგენს. ასევე, ცვლილებების მიხედვით, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად წევრთა რაოდენობა 7-დან 4-მდე მცირდება. ამავე პროექტის თანახმად, შემდეგი გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუ ამ წესით არჩევა ვერ მოხდა, არჩევა შესაძლებელი იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერით.

ინიცირებული ცვლილებები შარლ მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს, თუმცა, მმართველ გუნდში ახლა არ გამორიცხავენ, რომ პროექტში ცვლილებები შევიდეს.

აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებას დეპუტატთა 113 ხმა სჭირდება, შესაბამისად, მის დასამტკიცებლად, კენჭისყრებში ოპოზიციის თანამონაწილეობაა საჭირო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა