ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის განცხადებით, კახა კალაძის ნარკოტესტის ბიოლოგიური მასალა სუფთაა

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს უფროსის, გური მენაბდიშვილის განცხადებით, თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის ნარკოტესტის ბიოლოგიური მასალა სუფთაა. ამის შესახებ მენაბდიშვილმა ჟურნალისტებს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში განუცხადა, სადაც კალაძემ მისივე ინიციატივით, როგორც მერობის კანდიდატმა ნარკოტესტი ჩააბარა.

“მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სამსახურში მისაღებ კანდიდატებს არანაკლებ ხუთ ნარკოტიკულ საშუალებაზე ევალებათ ტესტის ჩაბარება. ეს არის “მორფინის ჯგუფი”, “მარიხუანა”, “ამფეტამინი”, “მეტადონი”და “ბუპრენორფინი”. თუმცა, ბატონი კახის ინიციატივით, ამ ხუთ ჯგუფს დაემატა სამი ჯგუფი, ეს არის “კოკაინი”, “მეტამფეტამინი” და ე.წ “ექსტაზი”. რვავე ნივთიერებაზე კანდიდატის შემოწმებისას მიღებული იქნა უარყოფითი შედეგი. ანუ ბიოლოგიური მასალა სუფთა აღმოჩნდა”, - განაცხადა გური მენაბდიშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო