პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს

პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები, შესაძლოა, ინ ნორმის გარეშე მიიღოს, რომელიც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე ან აღნიშნული პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა, რაზეც დისკუსია გაგრძელდება.

ამასთან, კობახიძემ დღეს ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი უცვლელად დაუჭერს მხარს პროექტის იმ ნაწილს, რომელიც მომდევნო ორი არჩევნებისთვის 2%-იანი ბარიერის შემოღებას და ფრაქციის ფორმირებისთვის საჭირო რაოდენობის ოთხ დეპუტატამდე შემცირებას შეეხება. კობახიძის თქმით, აღნიშნულ ორ საკითხზე პოზიციები შეჯერებულია და მას ყველა პოლიტიკური პარტია მხარს დაუჭერს.

„გენერალური პროკურორის არჩევის საკითხზე დისკუსია გაგრძელდება დღეს და ხვალ. იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება დისკუსიის შედეგები, ამის მიხედვით პროექტში ან დარჩება პუნქტი ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი. ყველა პარტია თანხმდება, რომ როგორიც არ უნდა იყოს გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება, პროექტის დანარჩენ პუნქტებს ყველა პარტია დაუჭერს მხარს. კანონპროექტი კენჭისყრაზე ან ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა.

როგორც იურისტი გეტყვით, რომ გენერალურ პროკურორთან დაკავშირებული ნორმა, რაც ასახული იყო 19 აპრილის ანულირებულ შეთანხმებაში, თავისი შინაარსით აბსურდულია. ჩემთვის როგორ იურისტისთვის შეიძლება შეურაცხმყოფელიც იყოს ასეთი ნორმისთვის ხმის მიცემა, როდესაც საუბარია მის კონსტიტუციაში შეტანაზე. დისკუსია გაგრძელდება და ხვალ პროექტს ან ამ პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე ეყრება კენჭი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე დღეს გადის, ხოლო ხვალ პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტით, ცვლილება კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში აისახება, ახალი ნორმები დროებითი ხასიათის იქნება და მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტისთვის იმოქმედებს.

პროექტით მომდევნო ორი საპარლამენტო არჩევნებისთვის 2%-იანი საარჩევნო ბარიერი და მანდატების პროპორციული განაწილების წესი დგინდება. ასევე, საპარლამენტო ფრაქციების შესაქმნელად პარლამენტის წევრთა რაოდენობა შვიდიდან ოთხ წევრამდე მცირდება. ამავე პროექტით, გენერალური პროკურორები კვალიფიციური უმრავლესობით აირჩევიან, ხოლო თუკი კვალიფიციური უმრავლესობით არჩევა ვერ მოხდება, 76 დეპუტატის მხარდაჭერა იქნება საკმარისი.

გრიგორი კუკურუზა - ომით მიყენებული ზარალი დაახლოებით 1,1-1,2 ტრილიონ აშშ დოლარს შეადგენს - უკრაინას იმედი აქვს, რომ ქვეყნის აღსადგენად სახსრებს აგრესორი რუსეთისგან მიიღებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.11.2022
რამაზ საყვარელიძე - ჩვენთვის კანდიდატის სტატუსის მოცემა მსოფლიოს ახალ პოლიტიკურ  სქემებზეა  დამოკიდებული და არა ჩვენი ოპოზიციის მიერ ევროპისთვის  შეშველებულ  12 პუნქტზე
რეალური შავი პარასკევი „ჰუალინგ პლაზაში“ – გაიგეთ შეთავაზების დეტალები
„სმარტ კაპიტალმა“ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის სტიპენდიატები დააჯილდოვა
პეტროკას ენერჯი ჯგუფი და სანპეტროლიუმ ჯორჯია განცხადებას ავრცელებენ
„ბიბლუსში“ Black Friday დაიწყო - 50%-იანი ფასდაკლება მხოლოდ ვებგვერდზე შოპინგისას
500-მდე პარტნიორი კომპანია და 100%-იანი ზრდის პერსპექტივა - „არომაკო“ 2-წლიან საქმიანობას აჯამებს
11 000 ლარამდე ფასდაკლება „ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ პრემიუმ კლასის სასტუმროს ნომრებზე 30 ნოემბერს სრულდება
ბაზისბანკის მხარდაჭერით ქუთაისში Hill Hotel Kutaisi გაიხსნა
„მრავალი ხმა, ერთი სამშობლო“ – კამპანია, რომელიც განსხვავებულ ადამიანებს აერთიანებს