ლევან დავითაშვილი ოპონენტებზე - ჩვენ ვიღებთ უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ოპონენტების მიმართ პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ადეკვატურს უწოდებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებები რეალობის შესაბამისია.

როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, დღევანდელ პოლიტიკური ველი საქმიანი კრიტიკისგან დაცლილია, რის ნაცვლადაც ხელისუფლება „უშინაარსო და არაკომპეტენტურ გამოხტომებს იღებს“.

„ვფიქრობ, პრემიერის შეფასებები იმ რეალობის შესაბამისია, რაც გვაქვს. პრემიერის კომენტარები ოპონენტების მიერ დასმულ საკითხებზე ძალიან კონკრეტულია. საარჩევნო კამპანიაში ერთად ვიღებთ მონაწილეობას, შესაბამისად, შეხვედრები ერთად გვაქვს რეგიონებში და მე რასაც ვუყურებ, ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება ნებისმიერ საკითხში, რაზეც პრემიერს ბოლომდე ვეთანხმები. ეს ეხება როგორც წარსულ, ხშირ შემთხვევაში დანაშაულებრივ ქმედებებს, ისე დღევანდელ ქმედებებს - ხშირად უსაფუძვლო და არაკომპეტენტურ კრიტიკას. სამწუხაროდ, პოლიტიკური ველი არის დაცლილი საქმიანი, აზრიანი კრიტიკისგან, რაც ზოგადად, მთავრობას ასე სჭირდება იმისთვის, რომ ქვეყანა უკეთესად ვითარდებოდეს და დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობდეს. ჩვენ ამის სანაცვლოდ ვიღებთ აბსოლუტურად უშინაარსო, არაკომპეტენტურ გამოხტომებს და პრემიერის მხრიდან ამაზე არის აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი“,- განაცხადა დავითაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს