გიორგი ვაშაძე - მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და კარგია, რომ ამ კუთხით შარლ მიშელის შეთანხმება ძალაშია

მოდი, პირდაპირ ვთქვათ, რომ სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ცალსახა პრიორიტეტი და კარგია, რომ ამ კუთხით შარლ მიშელის შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში მართლმსაჯულებას უზარმაზარი პრობლემები აქვს.

„მართლმსაჯულების გარშემო არსებულ ვითარებას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ. საკომიტეტო განხილვებზე კვლავ იქნება მსჯელობა პროკურატურასთან დაკავშირებით, სადაც ჩვენს პოზიციებს არგუმენტებით გავამყარებთ.

“ქართულ ოცნებას” არ სურს პროკურორთან დაკავშირებით ცვლილებების მიღება. ეს არის რეალობა. დასავლური რეკომენდაცია გულისხმობს, რომ პროკურორი უნდა იყოს მიუკერძოებელი, მეტ-ნაკლები შეთანხმებით არჩეული კანდიდატი. ჩვენ სხვა ფრაქციებთან ერთად უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება. არც ჩვენი და არც რომელიმე სხვა ფრაქციის ხმა საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის საკმარისი არ არის“, - განაცხადა ვაშაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ მისთვის გენერალური პროკურორის საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. მისი თქმით, ვიდრე აღნიშნული პრობლემა მოგვარდება, აუცილებელია სხვა პოლიტიკურ გაერთიანებებთან ერთად ჩატარდეს საერთო განხილვა.

„ჯერჯერობით დაზუსტებით არ ვიცით, რას დავუჭერთ მხარს. საკომიტეტო მოსმენა უნდა იყოს, შემდეგ საპარლამენტო დებატები უნდა გაიმართოს, მერე კი ყველა ფრაქცია უნდა ჩამოვყალიბდეთ საერთო შეთანხმებაზე.

არცერთ ფრაქციას ამ პარლამენტში არ აქვს იმდენი ხმა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება ძალაში შევიდეს. შესაბამისად, კარგია, რომ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავდივართ, მაგრამ მართლმსამჯულების კუთხით უზარმაზარი პრობლემები გვაქვს და შარლ მიშელის დოკუმენტის მიხედვით, ჩვენ უამრავი რეფორმა გვჭირდება“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, ვაშაძემ ამერიკელი კონგრესმენების საქართველოში ვიზიტზე ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, ამერიკელი პოლიტიკოსები საქართველოს პირადი სურვილით სტუმრობენ და ეს არ არის საქმიანი ვიზიტი.

„პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ კონგრესმენები საქართველოში იმყოფებიან პირადი და არა ოფიციალური ვიზიტით. ეს არ არის ჩვენ ქვეყანაში სახელმწიფო დეპარტამენტის ან თეთრი სახლის მიერ ორგანიზებული ვიზიტი. მათი ჩამოსვლის მიზეზს კი დრო გვიჩვენებს, სხვა დეტალები ჩემთვის უცნობია“, - აღნიშნა ვაშაძემ.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება