ლევან იოსელიანი - გენპროკურორთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს - კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს

მე გეუბნებით როგორც იურისტი, გენპროკურორთან დაკავშირებული ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს - კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს,- ამის შესახებ "მოქალაქეების" დეპუტატმა, ვიცე- სპიკერმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

იოსელიანის თქმით, საკონსტიტუციო პროექტში გენპროკურორთან დაკავშირებულ ჩანაწერს, რომელიც მიშელის შეთანხმებიდან გამომდინარეობს, არც თავიდან ეთანხმებოდა.

"მე ცოტა განსხვავებული პოზიცია მაქვს იმ ჩანაწერთან, რომელიც ეხება გენერალური პროკურორის არჩევას. გენერალური პროკურორის არჩევის წესი ვერ უზრუნველყოფს შედეგის მიღწევას ისევე, როგორც ვერ უზრუნველყო ცესკო- ს თავმჯდომარის არჩევის ნაწილში. ჩემი პოზიცია ამ ჩანაწერთან დაკავშირებით თავიდანვე იყო უარყოფითი. ამ ჩანაწერის მიღებით მივიღებთ უარეს მდგომარეობას, ვიდრე გვაქვს დღეს. ჩვენ მივიღებთ ერთი წლით არჩეულ გენპროკურორს, რომელიც იქნება კიდევ უფრო მორჩილი, ვიდრე გვყავს დღეს. ამიტომ მე მომხრე ვარ ეს ჩანაწერი ამოღებული იყოს კონსტიტუციის პროექტიდან. იმიტომ, რომ პოლიტიკურად მნიშვნელოვანი იყო ამ დოკუმენტის ხელმოწერა, ჩვენ ამას ხელი მოვაწერეთ, მაგრამ დღეს თუ ვმსჯელობთ, რა არის სწორი კონსტიტუციურად და რა არის სწორი სახელმწიფოებრივად, მე გეუბნებით როგორც იურისტი მათ შორის, რომ ამ ჩანაწერის დატოვება მოგვცემს უარეს შედეგს, ვიდრე დღეს გვაქვს. კვაზი დემოკრატიული მოდელების შექმნა ყოველთვის იწვევს უკუშედეგს, ამიტომ კონსტიტუციური დათქმა უნდა იყოს მკაფიო და არ იძლეოდეს ინტერპრეტაციის საშუალებას. ეს დათქმა ეწინააღმდეგება ზოგადად კონსტიტუციურ მოდელს და კონსტიტუციურ ჩარჩოს, არ შეიძლება ხელოვნურად გააჩინო დემოკრატიული მოდელები იქ, რასაც კონსტიტუცია თავად უნდა აწესრიგებდეს,"- განაცხადა იოსელიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა