თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობის მართვისთვის ონლაინ სისტემაში გინეკოლოგების გუნდები დაემატება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ორსულების მდგომარეობის მართვისთვის ონლაინ სისტემაში გინეკოლოგების გუნდები დაემატება.

ამასთან, როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ორსულებს სპეციალიზებულ კლინიკაში მისვლა შეეძლებათ, სადაც გამოკვლევებს ჩაიტარებენ და გინეკოლოგის კონსულტაციას გაივლიან.

„ორსულების მართვისთვის ბოლო კვირის განმავლობაში კიდევ დაემატა გინეკოლოგების გუნდები, ვინც ონლაინ სისტემაში ჩაერთვება და ასევე, გამოკვლევების ჩასატარებლად ორსულები მივლენ სპეციალიზებულ კლინიკაში, სადაც შესაძლებლობა ექნებათ, გაიარონ გინეკოლოგის კონსულტაციაც, რაც კიდევ ერთხელ იქნება გადაზღვევა იმისთვის, რომ თუკი რამე სამეანო გართულებაა მოსალოდნელი, მისი გამოვლენა დროულად მოხდეს“,- განაცხადა გაბუნიამ.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების მკურნალობას, გაბუნიას თქმით, შესაძლებელია, მათი ჰოსპიტალიზაციის და ბინაზე დატოვების კრიტერიუმები გამარტივდეს.

„შემთხვევების მართვის თვალსაზრისით გასულ კვირაში იყო კლინიცისტების შეხვედრა. პედიატრები აყენებენ საკითხს იმის თაობაზე, რომ უხშირესად ბავშვის ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის და საუბარია იმაზე, რომ შესაძლებელია, გარკვეულწილად გამარტივდეს ჰოსპიტალიზაციის და ბინაზე დატოვების კრიტერიუმები, რათა ბავშვების უდიდესი ნაწილი შეიძლება უფრო მარტივად იმართოს ბინაზე. თუმცა მძიმე შემთხვევების მართვას სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა და ამ მიმართულებით კლინიცისტები მუშაობენ“,- განაცხადა გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს