ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა

ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის გაზრდის მიზნით, მთავრობამ „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ დაამტკიცა. ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, „ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ მიზანია საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის საექსპორტო პოტენციალის, კონკურენტუნარიანობისა და ცნობადობის გაზრდა, სტრატეგიული და პრიორიტეტული საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.

პროგრამას განახორციელებს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოორდინაციით.

„ღვინის ეროვნული სააგენტო, მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსებას მხოლოდ იმ კომპანიებითვის განახორციელებს, რომლებიც ექსპორტს პრიორიტეტულ ბაზრებსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ახორციელებენ, გარდა დსთ-ს ქვეყნებისა. ბაზრების დივერსიფიკაციაზე მიმართული სტრატეგიის შესაბამისად, ექსპორტიორი კომპანიებისათვის მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორისათვის. ეს კომპანიებს სტიმულს მისცემს დამატებითი სახსრების ინვესტირების და არსებული გადამამუშავებელი სიმძლავრეების გასაზრდელად, მეტ შესაძლებლობას შეუქმნის ახალ პარტნიორებთან დასაკავშირებლად, რაც უმნიშვნელოვანესია საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებისთვის. პროგრამით განსაზღვრული მხარდაჭერა მოიცავს ქსელურ სავაჭრო ობიექტებში შესვლის მიზნით განხორციელებულ სხვადასხვა მარკეტინგულ, ასევე სავაჭრო ქსელებსა და ღვინის სპეციალიზირებულ მაღაზიებში გაყიდვების სტიმულირების ღონისძიებებს, დეგუსტაციებს, გაყიდვების ზრდისკენ მიმართულ მედია კამპანიებს, გაყიდვების ონლაინ პლატფორმებს, სოციალურ ქსელებში რეკლამირებას და ა.შ.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა