შალვა შავგულიძე - „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს

სამწუხაროდ, ამ პოლიტიკური ძალისგან შევეჩვიეთ უკვე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შეთანხმებებზე უარის თქმას და პირისშლას - „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბდა პოლიტიკურ ძალად, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ფრაქციის "ლელო- პარტნიორობა საქართველოსთვის" წევრმა შალვა შავგულიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კონსტიტუციურ პროექტში გენპროკურორის არჩევის წესზე „ქართული ოცნების“ პოზიციას.

როგორც შავგულიძემ განაცხადა, ცვლილებების პროექტის კონკრეტული პუნქტი, რომელიც გენპროკურორის არჩევის წესს ეხება, მნიშვნელოვანია, თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ამ პუნქტის გამო არ ჩავარდეს პროექტით გათვალისწინებული სხვა საკითხები.

„თუ ეს მოხდება, ძალიან ცუდი იქნება. ძალიან მნიშვნელოვანია პროკურორის დანიშვნის ის წესი, რაც ამ კონსტიტუციური ცვლილებით არის გათვალისწინებული, რათა გენპროკურორი ერთი პარტიის წინაშე არ იყოს მხოლოდ ანგარიშვალდებული. თუ ეს ასე მოხდება და ამ წესზე უარს იტყვის „ქართული ოცნება“, ძალიან დასაფიქრებელი იქნება, რამდენად ღირს სხვა დანარჩენი სიკეთხების გაწირვა, რადგან მომავალში ისედაც ჩასატარებელია სამართალწარმოების ძალიან სერიოზული რეფორმა. უნდა ვიბრძოლოთ, რომ გენპროკურორის ის წესი იქნას მიღებული, რომელიც პროექტშია გაწერილი, თუმცა, დასაფიქრებელია, რომ არ დავკარგოთ სრულად პროპორციულზე გადასვლის და სხვა დებულებებში გაწერილი სიკეთეები ამ პუნქტის გამო,“ - განაცხადა შავგულიძემ.

ცნობისათვის, პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები, შესაძლოა, იმ ნორმის გარეშე მიიღოს, რომელიც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე ან აღნიშნული პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა, რაზეც დისკუსია გაგრძელდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა