კახა კალაძე - საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ჩამოსვლის მიზანი არის მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მათი მხრიდან მისასალმებელია

საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების ჩამოსვლის მიზანი არის მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა, რაც მათი მხრიდან მისასალმებელია, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც საქართველოში ამერიკელი კონგრესმენების სტუმრობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, აშშ-დან ჩამოსული პოლიტიკოსების მიზანია ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება.

„ჩვენ დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული. ჩვენი ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მალე გავხდეთ ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და გავწევრიანდეთ ნატო-ში. მოგეხსენებათ, 2024 წელს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე ჩვენ განაცხადის შეტანას ვაპირებთ. ისიც კარგად გვესმის, რომ რეფორმების განხორციელება არის მნიშვნელოვანი, თუმცა აქამდეც ძალიან ბევრი გაკეთდა. ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ქართული პასპორტით თავისუფლად გადაადგილდებიან ევროპულ ქვეყნებში, არის ჩვენი გუნდის დამსახურება და კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროატლანტიკური სივრცე ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს