ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა

წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მმართველი გუნდის ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი ირაკლი ხელაძე ლოტკინის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებს შეხვდა. პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გომარეთის, ლისაშვილისა და ვასილ თამარაშვილის ქუჩების მოსახლეობის პრობლემებს გაეცნო. “ქართული ოცნების” ინფორმაციით, ირაკლი ხელაძე ადგილობრივებს ისაშვილის ქუჩაზე გზის კაპიტალურ რეაბილიტაციას დაჰპირდა.

„ვაგრძელებთ შეხვედრებს მოსახლეობასთან აქტიურ რეჟიმში. ვიმყოფებოდით ლოტკინის დასახლებაში, სადაც მოსახლეობის მხრიდან მნიშვნელოვანი საკითხები იქნა წამოყენებული. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი პროექტი განვახორციელეთ, თუმცა არის პრობლემები, რაზეც შევთანხმდით, რომ ჩემი არჩევის შემთხვევაში, ამ საკითხების მოგვარებაში ჩემგან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

მოქალაქეებთან შეხვედრებს თბილისის საკრებულოს მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი დავით ჭელიძე ესწრებოდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა