ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კონგრესმენებთან შეხვედრაზე „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულ ანტიდასავლურ ნაბიჯებზე ისაუბრებენ

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას, რა თქმა უნდა, იმ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ გადაიდგა და რომელიც ანტიდასავლურია, - ამის შესახებ “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, ბევრი საკითხია, რომელიც კონგრესმენებთან განხილვას იმსახურებს.

„შეხვედრისას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის კონგრესის წარმომადგენლებთან, რა თქმა უნდა, ჩვენ იმ ნაბიჯებზე ვისაუბრებთ, რომელიც “ქართული ოცნების” მიერ იქნა გადადგმული, რომელიც ანტიდასავლურია, მათ შორის, ანტიამერიკულია, რადგან დემარში მოუწყვეს იმ შეთანხმებას, რომლის მედიატორი შეერთებული შტატებია. შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და წინასაარჩევნო გარემოზე ვისაუბრებთ. ბევრი საკითხია, რომელიც კონგრესმენებთან განხილვას იმსახურებს”, - განაცხადა ჯაფარიძემ. ცნობისთვის, საქართველოს აშშ-ს კონგრესმენთა დელეგაცია დღეს ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში შედიან კონგრესმენები ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთ ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთ ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი). აღსანიშნავია, რომ კონგრესმენები ასევე წარმოადგენენ კონგრესის სხვადასხვა კომიტეტს. კონგრესმენთა ვიზიტი საქართველოში 9 სექტემბერამდე გაგრძელდება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს