ვახუშტი მენაბდე - თუ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, მხარი არ დაუჭიროს პროკურატურის მიმართულებით ცვლილებებს, ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განზრახვას

ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს "ქართული ოცნების" განზრახვას, რადგან სხვა შემთხვევაში მას მოუწევს სხვა ცვლილებებიც ჩაგდებაც, რაც არ შედის არავის - არც ოპოზიციის და არც ქვეყნის ინტერესში,- ამის შესახებ საია- ს წარმომადგებელმა ვახუშტი მენაბდემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოზიციას საკონსტიტუციო ცვლილებებში გენპროკურორთან დაკავშირებით არსებულ ჩანაწერზე.

მისი თქმით, მმართველ გუნდს ამ ჩანაწერის ამოღება პროკურატურის კონტროლისთვის სჭირდება.

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოდელი, რაც ახლაა შემოთავაზებული, პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს იმისთვის, რომ ძალაუფლების გაზიარება უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დაფუძნდეს ამ სისტემაში. სამწუხაროდ, ამას კითხვის ნიშანს უსვამს მმართველი გუნდი. ჩვენი შეფასებით, მმართველ გუნდს ეს ცვლილებები არ მოსწონს, რადგან უნდა სრულად კონტროლირებული პროკურატურა და მოქმედი წესი მმართველ გუნდს შესაძლებლობას აძლევს აკონტროლოს გენპროკურორი და მისი მეშვეობით მთელი პროკურატურის სისტემა. თუ “ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, რომ მხარი არ დაუჭიროს პროკურატურის მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს, ვშიშობ ოპოზიციას არ ექნება არავითარი ბერკეტი, წინააღმდეგობა გაუწიოს ამ განზრახვას, რადგან სხვა შემთხვევაში მას მოუწევს სხვა ცვლილებებიც ჩაგდებაც, რაც არ შედის არავის - არც ოპოზიციის და არც ქვეყნის ინტერესში. ამიტომ, თუ “ქართული ოცნება” მხარს არ დაუჭერს პროკურატურის მიმართულებით განსახორციელებელ ცვლილებებს, ვფიქრობთ, რომ ის ვერც განხორციელდება,"- განაცხადა მენაბდემ.

ცნობისათვის, პარლამენტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები, შესაძლოა, იმ ნორმის გარეშე მიიღოს, რომელიც მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ გენერალურ პროკურორის სრული შემადგენლობის 3/5-ის უმრავლესობით არჩევას ითვალისწინებს. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ განაცხადა, კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი პლენარულ სხდომაზე ან აღნიშნული პუნქტით ან ამ პუნქტის გარეშე გავა, რაზეც დისკუსია გაგრძელდება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს