საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვენაში, პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა 7-9 სექტემბერს ვიზიტით ავსტრიას ეწვევა, სადაც პარლამენტის სპიკერების მეხუთე მსოფლიო კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.

პარლამენტის ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში კახა კუჭავა ორმხრივ შეხვედრებს გამართავს. დაგეგმილია შეხვედრები ესტონეთის, სომხეთის, კამერუნის, ეგვიპტის, ჩრდილოეთ მაკედონიის, სლოვენიის, ნიგერიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, აზერბაიჯანის, კორეის რესპუბლიკის, თურქეთის, შვედეთის და ავსტრიის პარლამენტების თავმჯდომარეებთან. პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს, ასევე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავმჯდომარესთან, მარგარეტა სედერფელტთან, ეუთო-ში საქართველოს მეგობრობის ჯგუფთან და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ელეონორ ლაინთან გამართავს. კახა კუჭავა ავსტრიის კანცლერისა და ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის მოწვევით, სხვადასხვა მიღებას დაესწრება.

პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ავსტრიას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე ეწვევა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო