მარიამ ქვრივიშვილი - 2021 წელს შიდა ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე 51 პროცენტით, ხოლო 2020 წლისაზე - 45 პროცენტით მეტია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 2021 წლის პირველ კვარტალში შიდა ტურიზმის მაჩვენებელი 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 112 და 119 პროცენტით აღდგა.

მისივე ინფორმაციით, სულ 2021 წლის პირველ კვარტალში, შიდა ტურისტების მთლიანმა ჯამურმა დანახარჯებმა 553 მლნ ლარამდე შეადგინა.

,,2021 წლის პირველ კვარტალში 31 პროცენტით გაიზარდა ღამისთევების მთლიანი რაოდენობა 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შიდა ტურისტებმა, შესაბამისად, 51 პროცენტით და 45 პროცენტით მეტი დახარჯეს 2019 და 2020 წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. აღსანიშნავია, რომ საშუალო დანახარჯმა ერთ ვიზიტზე 149 ლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 35 პროცენტით მეტია”, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, შიდა ტურიზმის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი კერძო სექტორის გაძლიერებას და განვითარებას. აღნიშნული ასევე დადებითად აისახა სასტუმროების დატვირთულობის კოეფიციენტის ზრდაზე.

“სტატისტიკის თანახმად, 2020 წლისგან განსხვავებით, 2021 წელს ეს მაჩვენებელი, განსაკუთრებით, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მნიშვნელოვნად გაიზარდა და თითქმის მიუახლოვდა რეკორდულ 2019 წლის მაჩვენებლებს. კერძოდ, თუკი 2019 წლის მაისსა და ივნისში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 61,4 პროცენტი და 66,3 პროცენტი იყო, 2021 წლის ანალოგიურ თვეებში მან 40,3 პროცენტი და 58,3 პროცენტი შეადგინა”, - ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა