შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე

სამწუხარო რეალობაა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე ჩართულია წინასაარჩევნო კამპანიაში, იცით, რომ ეს კანონით არის აკრძალული,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის მიერ დღეისთვის დაანონსებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროა, რომ სააკაშვილს გარკვეულ ჯგუფებზე გავლენა აქვს.

"2 ოქტომბერს გაიმართება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები აირჩევენ საქართველოს მოქალაქეებს სხვადასხვა პოზიციაზე. მიხეილ სააკაშვილი არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, მან უარი თქვა საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე, მან თავადვე ამით ყველაფერი თქვა, თუ რა დამოკიდებულება აქვს საკუთარ სამშობლოზე. სამწუხარო რეალობაა, რომ მას გავლენა აქვს გარკვეულ ჯგუფებზე,"- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისათვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ გეგმებზე განცხადებას დღეს, 21:00 საათზე გააკეთებს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა