მიხეილ სააკაშვილი - ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე, ჩვენ არ გვინდა არეულობა და ძალადობა, თუმცა გვინდა მომავალი

ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, თუმცა ჩვენ ასევე გვინდა მომავალი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისივე თქმით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები რეფერენდუმია ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე.

„ბევრი მეკითხება, თუ როგორია ჩემი გეგმები იმ ისტორიულ არჩევნებთან, რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელიც 2 ოქტომბერს იმართება საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ გამოვიდა ხელშეკრულებიდან, ქართველი ხალხი არ გამოსულა ხელშეკრულებიდან და ევროპა არ გამოსულა ამ ხელშეკრულებიდან. 2 ოქტომბერს დიახაც, რომ იმართება რეფერენდუმი ივანიშვილის ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების თაობაზე. ამგვარად, იმისათვის, რომ ეს წარმოუდგენელი სპირალი სიღარიბის, გაუბედურების, გაღატაკების, ოჯახების დანგრევის, საქართველოს განადგურების დასრულდეს, თითოეულმა ადამიანმა უნდა მიიღოს თავისთვის გადაწყვეტილება, უნდა წავიდეს ამ რეფერენდუმზე და ხმა მისცეს ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პატრიოტული ვალი საქართველოს გადასარჩენად.საქართველოში ყველაფერი ნადგურდება, მასობრივად გაედინება ხალხი, ყოველდღიურად სისხლისგან და ხალხისგან იცლება საქართველო, ნადგურდება ჩვენი ისტორიული ფასეულობები, ჩვენი საეკლესიო ცხოვრების წესი, ჩვენი ბავშვების მომავალი და ამას ჩვენ ვერ შევეგუებით და ეს არის ბოლო ზღვარი, როცა ყველა უნდა ამოვიღოთ ხმა, ყველა უნდა ჩავერთოთ პროცესში. ჩვენ ყველა ერთად არ მივცემთ ივანიშვილს საშუალებას, რომ გაგვიმეოროს ერთი და იგივე „ტრიუკი“ თავისი ვითომ საარჩევნო კამპანიით და მერე გაყალბებებით, გადაწერებით, საქართველოდან გასული ხალხის პირადობების გამოყენებით. ის ამ ყველაფერს იზამს, რა თქმა უნდა, იზამს, უბრალოდ ამ ყველაფერს ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი. ჩვენ უნდა ვისწავლოთ პასუხის გაცემა, ჩვენ უნდა შევუბრუნოთ მათ ხელი თუ ისინი გადავიდნენ ძალადობაზე. ჩვენ არ გვინდა არეულობა და არ გვინდა ძალადობა, თუმცა ჩვენ ასევე გვინდა მომავალი. არ გვინდა, რომ ჩვენზე ძალადობდეს ვინმე, ჩვენ არ გვინდა, რომ გვანადგურებდეს ვინმე და ჩვენ ამას წყნარად შევხვდეთ, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენ გვაქვს ღირსება და სიამაყე და ჩვენ გვინდა ადამიანური ცხოვრება”, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა