მამუკა მდინარაძე - გახარიას პარტიის წევრებისთვის, მათ შორის ჩვენზე განაწყენებულებისთვის წყალგამყოფი აღმოჩნდა, რომ მან კალაძის წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა და ამან დააჩქარა „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი

როგორც ჩანს, გახარიას პარტიის წარმომადგენლებისთვის, მათ შორის ჩვენზე განაწყენებული ადამიანებისთვის, ამომრჩეველს ვგულისხმობ, წყალგამყოფი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ გიორგი გახარიამ კალაძის წინააღმდეგ დააყენა კანდიდატურა და ამ ფაქტორმა, დააჩქარა ახლად შექმნილი „ფეიკ“ პარტიის დაშლის პროცესი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მდინარაძის თქმით, ის ამომრჩეველი, რომელიც გარკვეულწილად შესაძლოა „ქართულ ოცნებაზე“ იყოს განაწყენებული, დარწმუნდა იმაში, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მმართველი პოლიტიკური პარტიის „პროექტი“ არ არის.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა იცის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს, საკუთარი კანდიდატურა მაინც დააყენა, რაც, მდინარაძის თქმით, იმაზე მეტყველებს, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესა და თბილისის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას გამარჯვებაში ეხმარება.

„ეს ადამიანები ამბობენ, რომ ისინი არიან მოტყუებულები, მათგან რამდენიმეს, როგორც აღმოჩნდა და არა ერთია ასეთი ადამიანი, ნამდვილად და გულწრფელად სჯეროდა, რომ ეს იყო „ქართული ოცნების“ პროექტი და ამ ფაქტმა ეჭვებში აღარ დატოვა სივრცე სპეკულაციისთვის. ყველამ კარგად იცის რეალობა რაც არის და ჩვენი მოქალაქეები ხვდებიან, რომ ეს არ არის სიმართლე, ეს არის „მაშველი რგოლი“ „ნაცმოძრაობისათვის,“ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ფუნქცია დაკარგა. რაც შეთანხმების ანულირება მოხდა, გახარიას პარტიამ დაკარგა ფუნქცია და მან შეიძინა პერსონალურად ახალი ფუნქცია, რომ რამენაირად მეორე ტურში გადაიყვანოს მელია, რადგან ირაკლი კობახიძის სიტყვებს გავიმეორებ, არჩევნები ნამდვილად არ არის ოლიმპიადა, რომ იბძროლო ბრინჯაოს მედლისათვის. მაშინ კითხვა, რატომ შემოდის ეს ადამიანი არჩევნებში, როდესაც გარანტირებული აქვს მესამე ადგილი, ანუ ის ეხმარება ვიღაცას, კალაძეს რომ არ ეხმარება ნამდვილად ვიცით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო