თენგიზ ცერცვაძე - გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით

ამ დიდმა განსაცდელმა უჩვენა პოზიტივიც, ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა ხელწამოსაკრავი - გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ, ისე ვიმუშავოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, რითაც კოვიდვითარების მართვასთან დაკავშირებით კრიტიკულ შეფასებებს გამოეხმაურა.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, კრიტიკა გარდაცვალების მაჩვენებელთან დაკავშირებით „უმადურობის გარდა მავნებლობა და უსინდისობაა“.

მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემამ უმკაცრეს გამოცადს გაუძლო და არცერთი ადამიანი სამედიცინო დახმარების გარეშე არ დარჩენილა.

„მსოფლიოში 4.5 მლნ-ზე მეტი გარდაიცვალა. ბერად მეტი ჰყავთ საშუალოდ გარდაცვლილი მთელ მსოფლიოში ქვეყნებს, ვიდრე საქართველოში. ყველა ინფიცირებულის 2.07%-ია მსოფლიოში გარდაცვლილი, მაშინ, როდესაც ჩვენთან ასეთია 1.38%. თითოეული ადამიანის დაკარგვა ჩვენთვის ტრაგედიაა, მაგრამ უფრო მეტი ტრაგედია ხდება უმეტეს ქვეყნებში და ნიშნის მოგებით, ჩასაფრებული პოზიციით საუბარი არ შეიძლება. ყოველი 100 კოვიდინფიცირებულიდან, მინიმუმ 10-15 არის მძიმე, ვისი გადარჩენისთვისაც ხდება ბრძოლა და მხოლოდ 1 ავადმყოფის გადარჩენა ვერ ხერხდება, ასე რომ ყოვლად მიუღებელია ის პოზიცია, რომელსაც ზოგიერთი ანგაჟირებული, ჩასაფრებული და ქართველთმოძულე ადამიანი ჩადის. ცდილობენ, ეს არაკეთილისმსურველები და ჩასაფრებულები ნიშნის მოგებით ისაუბრონ იმაზე, რომ კლინიკური სექტორი გადაიტვირთა, ის ჩამოიშლება, კოლაფსი მოხდება. არაფერი მსგავსი არ მომხდარა. არიან ადამიანები, ვისაც გული დასწყდა, იმედი გაუცრუვდა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ გაუძლო უმკაცრეს გამოცდას. ზოგი ჭირი მარგებელია - ამ დიდმა განსაცდელმა უჩვენა პოზიტივიც. ის, რომ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა არ ყოფილა ხელწამოსაკრავი.

ჯანდაცვის სისტემამ მოახერხა ერთი წლის განმავლობაში შეექმნა ძლიერი პოტენციალი კოვიდის საწინააღმდეგო სამსახურის, რომელმაც გაუძლო უმკაცრეს გამოცდას. შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მძიმე გამოცდას, როდესაც დღეში გვყავდა 5-6 ათასი ავადმყოფი. აქტიური შემთხვევა გვყავდა 6 ათასი და ჯანდაცვის სისტემა არ ჩამოიშალა. არცერთი პაციენტი არ დარჩენილა სრულფასოვანი სამედიცინო დახმარების გარეშე, სადღაც იგვიანებდა სასწრაფო, სადღაც კომუნიკაცია ძნელდებოდა ოჯახის ექიმთან, მაგრამ არც ერთი პაციენტი არ დარჩენილა ჰოსპიტალიზაციის გარეშე, ვისაც სჭირდებოდა. მოხერხდა მაქსიმუმზე მეტის გაკეთება. ახლა გვსაყვედურობენ, რომ ჯანდაცვის სისტემა გადატვირთულია, აბა როგორ გინდათ, დღეში 6 ათასი ახალი პაციენტი იყოს და კიდევ არ გადავიტვირთოთ, ისე ვიმუშავოთ? გადავიტვირთეთ და გავუძელით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა