არჩილ თალაკვაძე - პანდემიამდე 10 მილიონზე მეტი ადამიანი ჩამოდიოდა ყოველწლიურად საქართველოში, სააკაშვილი დღემდე ვერ ჩამოვიდა

პანდემიამდე 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩამოდიოდა ყოველწლიურად საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ ჩამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოვა.

თალაკვაძე სააკაშვილის განცხადებას „ცრუ დაპირებას“ უწოდებს.

„ალბათ ყველასათვის ღიმილისმომგვრელია უკვე რიგით მერამდენე დაანონსება, რომ ჩამოვა. იცით, რომ ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა გზით, სხვადასხვა საშუალებით ჩამოდის, მაგრამ ვერ ჩამოვიდა. ძალიან ბევრი, 10 მლნ-ზე მეტი ადამიანი ჩამოდიოდა ყოველწლიურად საქართველოში პანდემიამდე, მიხეილ სააკაშვილი დღემდე ვერ ჩამოვიდა, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მას არ აქვს საკმარისი გამბედაობა და პოლიტიკური ლიდერობა, რომ ასეთი გადაყწვეტილება მიიღოს. ჩვენმა საზოგადოებამ იცის, რატომ არ ჩამოდის ის საქართველოში. მისმა თანაგუნდელებმაც იციან, რომ ეს არის მორიგი ცრუ დაპირება. რომ ჩამოვიდეს, ის საქართველოს სასამართლოს მიერ გასამართლებულია და პირველ რიგში, მესაზღვრეებთან ერთად მართლმსაჯულების სისტემა დახვდება. ამას სჭირდება პოლიტიკური გამბედაობა, სჭირდება ის, რომ შენს სიმართლეში იყო დარწმუნებული. ის არც თავის სიმართლეშია დარწმუნებული და არც პოლიტიკური მაგალითის მიცემა შეუძლია თავისი თანაგუნდელებისთვის. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ არჩევნებშიც განწირულია მარცხისთვის და ვხედავთ, რომ ისინი კამპანიასაც კი არ ატარებენ, წინასწარ ცდილობენ არჩევნების დისკრედიტაციას, რომ თავის მხარდამჭერებს წაგების შემდგე კიდევ ერთხელ უთხრან სიცრუე და კიდევ ერთხელ მოატყუონ მხარდამჭერები, რომ ეს წაგება არა მათი ბრალი, არამედ სხვა გარემოებების დამსახურება იყო. თუმცა ჩვენ დარწმუნებული ვართ, ჩვენი თანამოქალაქეები მიიღებენ ბრძნულ და სწორ გადაწყვეტილებას. მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც თითოეული მოქალაქის და ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია“,- განაცხადა თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითმმართველობის არჩევნებზე საქართველოში ჩამოსვლას აანონსებს. სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლისკენ უცხოეთში მყოფ სხვა მოქალაქეებსაც მოუწოდებს და აცხადებს, რომ დაპატიმრების არ ეშინია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო