თენგიზ ცერცვაძე - ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა,  იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა

ახალი შემთხვევების კლება აშკარად სახეზეა, შესაბამისად, იმედი ვიქონიოთ, რომ ჩვენთვის ყველაზე მძიმე ტალღის პიკმა გადაიარა და მივდივართ ახალი შემთხვევების კლებისკენ,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

ამასთან, როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობის კლებაც.

„რაც შეეხება გარდაცვალების შემთხვევებს, როგორც მოსალოდნელი იყო, დაიწყო გარდაცვალების შემთხვევების კლებაც. პაციენტი როდესაც ინფიცირდება, ლეტალური შედეგი დგება 2-3 კვირის შემდეგ, შესაბამისად, გარდაცვალების პიკი 2-3 კვირით იგვიანებს ახალი შემთხვევებიის მატების პიკთან მიმართებით. ასევე გარდაცვალების შემთხვევების კლებაც იგვიანებს ახალი შემთხვევების კლების დაწყებიდან 2-3 კვირით. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მივაღწევთ ახალი შემთხვევების კლებას“,- განაცხადა ცერცვაძემ.

გარდა ამისა, ცერცვაძე ეხმაურება კრიტიკას, რომლის მიხედვითაც საქართველოში კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტია. იგი ვახტანგ კალოიანს მიმართავს და აღნიშნავს, რომ ყველაფერს საზღვარი აქვს.

„წელიწადნახევარზე მეტი გავიდა და არც ერთი ავადმყოფი არც ერთი მედიკამენტის გარეშე არ დარჩენილა, მხედველობაში მაქვს საბაზისო საშუალებები. თორემ ზოგიერთი იშვიათი მედიკამენტების დეფიციტი, რომელიც ძნელად იშოვება, მხოლოდ საქართველოში კი არა, მთელ მსოფლიოშია. დღესაც სამედიცინო დაწესებულებებს მედიკამენტებით აბსოლუტური, 100%-იანი მომარაგება აქვს. ყურადღება მახვილდება „ტოცილიზუმაბზე“, რომელსაც სამართლიანად შეერქვა სიცოცხლის გადამრჩენი მედიკამენტი, ჩასაფრებული ადამიანები, ბატონი ვახტანგ კალოიანი და მისი გუნდი, თანამზრახველები, ავრცელებენ ინსინუაციებს, რომ „ტოცილიზუმაბი“ არის გადამრჩენი მედიკამენტი და ქვეყანამ არ იზრუნა მისი საკმარისი რაოდენობით შემოტანაზე. მინდა მივმართო ბატონ ვახტანგს და მის თანამოაზრეებს, ადამიანს მინიმალური თავმოყვარეობა მაინც უნდა ჰქონდეს. ყველაფერს საზღვარი აქვს. „ტოცილიზუმაბის“ გამოყენება მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა დავიწყეთ ჩვენ, როდესაც ჯერ კიდევ არავის სჯეროდა ამ მედიკამენტის, ეს იყო გასული წლის გაზაფხულზე. ბატონი კალოიანი და მისი გუნდი მუდმივად გვაბულინგებდა, რომ ცერცვაძე და მისი გუნდი ადამიანებზე ექსპერიმენტებს ატარებენ და ისინი უნდა გავუშვათ ციხეში. მას შემდეგ, რაც მთელმა მსოფლიომ ირწმუნა, რამდენიმე თვის წინ, რომ „ტოცილიზუმაბი“ მართლა გადამრჩენელი მედიკამენტი ყოფილა, ბატონი კალოიანის გაყინულ გონებამდეც მიაღწია ამ სიახლემ, ახლა გამოჩნდნენ „ტოცილიზუმაბის“ დამცველები, კალოიანს ყოფნის სინდისი, თქვას, რომ სახელმწიფოს არ შემოაქვს „ტოცილიზუმაბი“ საკმარისი რაოდნეობით“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს