გია ვოლსკი - თუ იმ გეგმას გავყვებით, რასაც ჩვენი ოპონენტები მხარს უჭერენ, პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებული იქნება

თუ იმ გეგმას გავყვებით, რასაც ჩვენი ოპონენტები მხარს უჭერენ, პროკურატურა პოლიტიკურად მოტივირებული იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკის განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორი უნდა იყოს არჩეული და იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე.

„პოლიტიკურად მოტივირებული იქნება პროკურატურა მაშინ, თუ იმ გეგმას გავყვებით, რასაც ჩვენი ოპონენტები მხარს უჭერენ. ანუ პროკურორი უნდა იყოს არჩეული მთლიანი კონსენსუსით, რაც უპერსპექტივოა. თუკი არჩეული იქნება კვალიფიციური უმრავლესობით, მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში შეასრულებს იგი გენერალური პროკურორის მოვალეობას. წარმოიდგინეთ გენერალური პროკურორი, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ასრულებს თავის მოვალეობას და იცის, რომ არჩევა მისი დამოკიდებულია უმრავლესობის შემადგენლობაზე. სწორედ აი ეს არის ის, რასაც ჰქვია არადემოკრატიული გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ საკმაოდ მყარი და სწორი პოზიცია გვაქვს. პროკურორი უნდა იყოს არჩეული და იგი უნდა იყოს პასუხისმგებელი ქართველი ხალხის და სახელმწიფოს წინაშე და არა რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის, თუნდაც უმრავლესობის წინაშე“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, პარლამენტში წარდგენილი პროექტით, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტს გენერალური პროკურორის სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით არჩევის შესაძლებლობა ექნება. თუკი პარლამენტი სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, ასეთ შემთხვევაში, მას სრული შემადგენლობის უმრავლესობით დაამტკიცებენ. სრული შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადა ერთი წელი იქნება. ამასთან, როგორც პოლიტიკურ ძალებს შორის გამართული კონსულტაციების შედეგად გახდა ცნობილი, პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაძლოა, გენერალური პროკურორის ახალი წესით არჩევასთან დაკავშირებული ნორმის გარეშე მიიღოს. გენერალური პროკურორის 3/5-ის უმრავლესობით არჩევის საკითხი 7 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე გადაწყდება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო