გურამ მაჭარაშვილი - სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ - გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ვიდრე სააკაშვილის სიზმრებია მის ჩამოსვლაზე

სააკაშვილს, თუ ჩამოვა, გადასატან ყუთს მივუტანთ - გაცილებით მეტი საკითხი გვაქვს დღის წესრიგში, ვიდრე სააკაშვილის სიზმრებია მის ჩამოსვლაზე,- ასე ეხმიანება არჩევნებისთვის დაბრუნების შესახებ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს გამბედაობა არც ამჯერად ეყოფა იმისთვის, რომ საქართველოში ჩამოვიდეს.

"არ დაგვავიწყდეს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გახლავთ უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც უკვე 8 წელია საქართველოში ჩამოსვლას ლამობს და ამას ვერც ამჯერად გააკეთებს. თუ წარმოვიდგენთ თეორიულად მაინც მის ჩამოსვლას, გარდა ქართული მართლმსაჯულების გამამტყუნებელი განაჩენისა, მას საზღვართან დახვდება საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც მხილებულია სისტემურ დანაშაულში, 300 000- ზე მეტი პრობაციონერი, 2008 წლის ომის რამდენიმე ათეულ ათასი ლტოლვილი, ბიზნესმენები წართმეული ქონებით და უამრავი პრობლემა, რაც მან დატოვა. ასე რომ, არ მგონია, საქართველოში ჩამოსვლის და იმ სასჯელის მოხდის სურვილი გაუჩნდეს, რაც მან დატოვა,"- განაცხადა მაჭარაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა