ნათია მეზვრიშვილი - დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე, აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, რომელიც გენპროკურორის კანდიდატურას არჩევს

დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე. აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურას არჩევს და პროკურატურის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს, რითაც ეხმაურება გენერალური პროკურორის არჩევასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებას.

„ორი სიტყვით პროკურატურასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის ჩაგდებასაც „ოცნება“ აპირებს. პირველ რიგში, ყველა ინიციატივის ჩაგდების თუ მოჩვენებითი ცვლილების მიღმა მხოლოდ ერთი რამ დგას - მართლმსაჯულების მთელ სისტემაზე ძალაუფლების შენარჩუნება ნებისმიერ ფასად! მეორე, არსებული ფორმით რომც მიიღონ, მაინც არ შეესაბამება მიშელის შეთანხმებას, ვინაიდან ინიციატივა კვალიფიციური უმრავლესობით გენერალური პროკურორის არჩევას მხოლოდ მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტის მიერ ითვალისწინებს. მესამე, პროკურატურის მთავარი და ერთადერთი გამოწვევა დღეს ეს არ არის. დღეს რიგით პროკურორს არ აქვს საკმარისი დამოუკიდებლობა და სისტემა არ არის გამჭვირვალე. აღარაფერს ვამბობ იმ კოლეგიურ ორგანოებში გავლენის ჯგუფების არსებობაზე, რომელიც გენერალური პროკურორის კანდიდატურას არჩევს და პროკურატურის საქმიანობის მიმართულებებს განსაზღვრავს. პროკურატურის თემას აუცილებლად მივუბრუნდებით, ვინაიდან ჩვენი გუნდისთვის მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური და ყოვლისმომცველი რეფორმა უმნიშვნელოვანესია. მანამდე კი, რამდენიმე თვის წინ დავაინიცირეთ კანონპროექტი, რომელიც სასამართლოში გავლენის ჯგუფების აღმოფხვრისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია და რომელსაც იმედია, ექნება პარტნიორების მხარდაჭერა. დღეს უკვე ვაინიცირებთ საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნის შესახებ უმნიშვნელოვანეს კანონპროექტს,- ჩვენი მანდატის ფარგლებში ვაგრძელებთ საგამოძიებო სისტემის უდიდეს რეფორმას, რომელიც 2017 წელს დავიწყეთ და დღეს ხელისუფლებას გაჩერებული აქვს, მიუხედავად ვენეციის კომისიის რეკომენდაციებისა. ამ ცვლილებებმა გამომძიებელი უნდა გახადოს მეტად დამოუკიდებელი, უნდა გაზარდოს მისი ავტორიტეტი, გააუმჯობესოს გამოძიების და საპროკურორო საქმიანობის ხარისხი. ამ ცვლილებებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაასრულოს სჯა-ბაასი იმაზე ვინ რაზეა პასუხისმგებელი. სადაც არ უნდა ვიყოთ, ვაგრძელებთ მუშაობას უკეთესი მართლმსაჯულების სისტემისთვის და უკეთესი საქართველოსთვის", - წერს ნათია მეზვრიშვილი.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს