პაატა მანჯგალაძე - სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება "ქართულ ოცნებას”

სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია სააკაშვილისგან ჩამოსვლაზე განცხადების გაკეთება - რატომ ვაკეთებთ მის ჩამოსვლაზე რეფერენდუმს?! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა მისი ჩამოსვლის თაობაზე.

მანჯგალაძე მიიჩნევს, რომ სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ამომრჩევლის ნაწილს აფრთხობს.

"მესმის, რომ ამ საკითხზე საზოგადოებაში დიდი ინტერესი არსებობს, უნდა ვიცოდეთ, რომ ვინ როდის და სად ჩამოვა იმ ადამიანის გადასაწყვეტია, ამაზე ვერავინ ვერაფერს ვიტყვით, მაგრამ თუ მკითხავთ, არჩევნების წინ მისი ჩამოსვლა რამდენად სწორი დროა, მე სტრატეგიულად და ტაქტიკურად არასწორად მიმაჩნია ამ განცხადების გაკეთება, რადგან მილიონ ასი ათასი ადამიანია ქვეყანაში, რომელიც მხარს უჭერს ქვეყანაში "ქართული ოცნების" ცვლილებას, ხოლო მიშას პრემიერ- მინისტრად ქვეყანაში დაბრუნებას მხარი დაუჭირა ნახევარმა მილიონმა ადამიანმა. რატომ ვაკეთებთ ჩამოსვლაზე რეფერენდუმს, ჩემთვის გაუგებარია. სააკაშვილი საკუთარი განცხადებებით ეხმარება "ქართულ ოცნებას", რომელიც ცდილობს შიში წამოწიოს საზოგადოებაში და დააფრთხოს ადამიანები, ვინც "ქართული ოცნების" წინააღმდეგ აპირებენ ხმის მიცემას", - განაცხადა მანჯგალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს