პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს, კარიერის დაგეგმვასა და პროფესიულ კონსულტაციას დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო გაუწევს

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი უვადო მსჯავრდებულებისთვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მიზნით ონლაინ კონსულტირება დაიწყო.

როგორც დასაქმების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ მომსახურებას ყოველღდღიურად, ბენეფიციარები 9 დღის განმავლობაში მიიღებენ.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი არის უვადო მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის დამტკიცებისთვის ერთ-ერთი პირველი ეტაპი, რომელიც ეტაპობრივად გაგრძელდება. პროექტის მიზანია უვადო მსჯავრდებულების კვალიფიკაციის ამაღლება და მათი, როგორც სამუშაო მაძიებლების დასაქმება შრომის ბაზარზე კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს.

„ინიციატივა ხორციელდება სამმხრივი მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრმა მიმდინარე წლის აგვისტოში გააფორმა.

ურთიერთშეთანხმება მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში, ფორუმებსა და საგანმანათლებლო პროექტებში ჩართვას ითვალისწინებს. აღნიშნული სიახლე უპრეცედენტოა და მსჯავრდებულებს (როგორც პენიტენციური დაწესებულების შიგნით, ისე დაწესებულების გარეთ) შესაძლებლობას აძლევს გაიარონ პროფესიული კონსულტირება, კარიერა სწორად დაგეგმონ, შრომის ბაზრის ტენდენციებს გაეცნონ და მოთხოვნად პროფესიებს დაეუფლონ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა