გიორგი ვაშაძე - ისტორიული ცვლილებაა სრულად პროპორციულზე გადასვლა - უნდა შევცვალოთ ხელისუფლება სრულად პროპორციული სისტემით და შემდეგ დავუბრუნდეთ პროკურატურას, სასამართლოს

გზა ცვლილებებისკენ გადის სრულად პროპორციულ რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც რეფერენდუმის შედეგად უნდა მივიღოთ, ისტორიული ცვლილება არის სწორედ სრულად პროპორციულზე გადასვლა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “სტრატეგია აღმაშენებლის”ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკონსტიტუციო ცვლილებების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილების მექანიზმი, ამიტომ ცვლილებებს მხარი უნდა დაუჭირონ.

"დღეს ჩვენ ისტორიულ ცვლილებებს ვიღებთ და სრულად პროპორციულზე უნდა გადავიდეს ქვეყანა. ეს არის რიგგარეშე არჩევნებისთვის ხელისუფლების ცვლილების ერთ- ერთი მთავარი მექანიზმი. ეს იმდენად მნიშვნელოვანია და ეს არის შარლ მიშელის შეთანხმების მთავარი მიღწევა, რომელსაც მხარი უნდა დავუჭიროთ. რაც შეეხება პროკურატურის საკითხს, "ქართულ ოცნებას" არანაირად არ სურს მართლმსაჯულებაში რაიმე ცვლილება შეიტანოს, რაც არის სასამართლოზე, იგივეა პროკურატურაზე. ჩვენ უნდა შევცვალოთ ხელისუფლება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით და შემდეგ დავუბრუნდეთ პროკურატურის საკითხსაც, სასამართლოსაც, ბევრი ფართომასშტაბიანი ცვლილებაა გასატარებელი.

"ქართულ ოცნებას" ძალაუფლების შენარჩუნებისთვის სურს აკონტროლოს პროკურატურაც, მართლმსაჯულების სისტემაზე და ბოლო წუთამდე ყველაფერს აკეთებენ, რომ არაფერი შეცვალონ ამ ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო